გრიგოლ ვაშაძე 5%-იანი სხვაობით დამარცხდება და “განკითხვის დღეს” მოაწყობს – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარების თანმიმდევრობაზე საუბრობს და სავარაუდო სქემას აქვეყნებს.

​სანდრო ბრეგაძის ვარაუდით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილთან 5%-იანი სხვაობით დამარცხდება, რის შემდეგაც “ნაციონალური მოძრაობა” განკითხვის დღეს მოაწყობს.

“28 ნოემბრის დღის განრიგი: დილით გაიხსნება უბნები, დაახლოებით 12:00 საათზე “რუსთავი-2” და დამკვირვებლები აღმოაჩენენ ვითომ პირველ დარღვევებს; დაახლოებით 15:00 საათიდან “რუსთავი-2”-ის ეთერით გაცხადდება, რომ არჩევნები მასობრივად ყალბდება;  18:00 საათიდან დაიწყება შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება უბნებზე; 20:00 საათზე დაიხურება უბნები და “რუსთავი-2”-ის ეთერში გამოცხადდება, რომ 52-53%-ით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ; 20:00- დან 23:00 საათამდე იქნება გამარჯვების ზეიმი “ნაცმოძრაობის ოფისში” და “რუსთავი-2”-ზე; დაახლოებით 23:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს, რომ წინასწარი შედეგებით 55-60%-ით გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა.
29 ნოემბერს, დილით, ევროპის სახალხო პარტია და ევროპარლამენტარების ნაწილი არჩევნებს ​გაყალბებულად გამოაცხადებს ევროპარლამენტისგან მოითხოვს არალეგიტიმურად გამოაცხადოს შედეგები. ამის შემდეგ, იგივეს გამოაცხადებენ ქართული არასამთავრობოები, ბოლოს კი ვაშაძის შტაბი გამოაცხადებს სრულ მობილიზაციას და დააანონსებს მიტინგს თავისუფლების მოედანზე, ამას დაარქმევენ განკითხვის დღეს”, – წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები