ყაზახეთში, აქციის ათობით მონაწილე გარდაიცვალა

ყაზახეთში არეულობა ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ღამით  მომხდარ არეულობას და ფიზიკურ დაპირისპირებას  ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა.

„ალმათის ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის დეპარტამენტზე ღამით მასშტაბური შეტევა მოხდა. ათობით თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა“, – აცხადებენ ქალაქ ალმათის პოლიციის დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში დაწყებულ მასობრივ პროტესტს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელიც ემსხვერპლა.

მსგავსი თემები