ვირუსით 3 567 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 236 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 105  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.65%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  949 176-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.43%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813.

მსგავსი თემები