“ააფეთქეთ და გაიტანეთ, უფრო იაფი დაჯდება” – გიორგი ბაბუნაშვილი “რიყის დოქებზე”

არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი, თბილისის რიყის პარკში არსებული დოქების  კონსტრუქციის დასრულების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ 40 მლნ ევრო, რაც მშენებლობის დასრულებისთვის არის საჭირო, დედაქალაქის მთავრობას გაცილებით სასარგებლო და საჭირო საქმისთვის შეუძლია გამოიყენოს, ვიდრე მცირერიცხოვანი შეძლებული აუდიტორიის გასართობად განკუთვნილი ობიექტების დამთავრება.

როგორც გიორგი ბაბუნაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ქვეყნის ბიუჯეტში ​​თავისუფალი 40 მლნ ევრო თუ არსებობს, მისი უკეთესი საქმისთვის დახარჯვა შეიძლება. კერძოდ, თბილისში, 100 ახალი ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან გამოიყოფა 50 მლნ ლარი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული 40 მლნ ევრო თუ დაემატებოდა, 100-ის ნაცვლად, ერთბაშად 300 ავტობუსს შემოიყვანდნენ, რითაც შემდგომი ოთხი წლის გეგმა – 400 ავტობუსი, მეტწილად ამავე წელს შესრულდებოდა.

გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, უამრავი რამ არის გასაკეთებელი მეტროსადგურებშიცესკალატორების, სადრენაჟო და სავენტილაციო სისტემების და მოძრავი შემადგენლობის განახლების ჩათვლით.

” სხვა თუ არაფერი, მემანქანეებს და სხვა პერსონალს, რომელიც რთულ პირობებში მუშაობს, ხელფასებს მოვუმატებდით. თუ ეგეც არა, უამრავი უფრო საჭირო რამ შეიძლება გავაკეთოთ, რომელიც გაცილებით მეტი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე აისახება დადებითად”, – წერს გიორგი ბაბუნაშვილი.

​მისი აზრით, ე.წ. რიყის დოქების მშენებლობის დაწყებაც და მისი დასრულებაც ფინანსური რესურსის ფუჭად ფლანგვაა.

” ვიღაც სისულელეს რომ დაიწყებს, არ ნიშნავს, რომ რაკი დაწყებულია, ბარემ ბოლომდე მიიყვანო. ახლა იძულებული ვართ, “ნაცების” დაწყებული იდიოტობები ზურგით ვათრიოთ? ჯერ შემოვლითი რკინიგზის ავანტიურა ძლივს გადავაგორეთ და ისიც არ ვიცით, გადავაგორეთ თუ არა საბოლოოდ, ახლა ამან წამოყო ორი მახინჯი თავი. ან ეგდოს მანდ და ბომჟებმა იძინონ შიგნით, ან გაყიდეთ და კერძო ინვესტორს, რაც უნდა ის უქნია, ან ააფეთქეთ და გაიტანეთ დარჩენილი ნაგავი, უფრო იაფი დაჯდება. ისე შიგნით, საკმაოდ დიდი მოცულობის მიწისქვეშა სივრცეა, სადაც რამე საცავი ან დატაცენტრიც შეიძლება გაკეთდეს”, – წერს გიორგი ბაბუნაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ​ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თბილისში, ე.წ. რიყის დოქების კონსტრუქციის დასრულებისთვის, სადაც იდეის თანახმად, მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსდეს, 40 მილიონ ევრომდე თანხაა საჭირო.

​დოქების კონსტრუქციის არსებული სახით დატოვება მიუღებელია თბილისის მერისთვისაც​როგორც კახა კალაძე აცხადებს, კონსტრუქცია დასრულდება, თუმცა ის, თუ ნაგებობას რა ფუნქცია ექნება, მსჯელობის საგანია.

მსგავსი თემები