საქართველოში „ომიკრონის“ 253 შემთხვევა დადასტურდა, შიდა გავრცელება იწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის,  საქართველოში „ომიკრონის“ 253 შემთხვევაა დადასტურებული.

„დილის მონაცემებით დაფიქსირებული იყო „ომიკრონის“ 159 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს კვლევაში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ნიმუში როგორც ჩვენთან, ისე ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიაში. იქიდან დაემატა კიდევ დღის განმავლობაში „ომიკრონის“ 94 დადებითი შემთხვევა. სულ ახლა გვაქვს „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ მედიასთან.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულებში არიან ვაქცინირებულებიც და „ბუსტერ“ დოზით აცრილებიც.

17%-ში გვქონდა რეინფიცირება, ასევე მოკვლეულ შემთხვევათა 67%-ში არიან სრულად ვაქცინირებული ადამიანები, მათ შორის 8 შემთხვევა ბუსტერიზირებული, მაგრამ ყველა ეს შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. შემთხვევების უმეტესი ნაწილი გახლავთ შემოტანილი. უკვე გვაქვს კონტაქტირებულ ადამიანებში გავრცელება, ანუ შიდა გავრცელებაც იწყება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები