„იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ომიკრონისშტამთან დაკავშირებით მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს და აცრისკენ მოუწოდებს.

„უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს დეკემბრის მეორე ნახევარში იყო.  იწყება ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირების, რომელიც დიდი ალბათობით, გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით – „ომიკრონით“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე და აცრის დამატებითი დოზების აუცილებლობაზე საუბრობს.

„გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, რამეთუ, უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში. იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა… ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“, – აცხადებს გამყრელიძე.

მსგავსი თემები