“მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, თუ შეიძლება გადადე შენი ულტიმატუმის დღე” – ნიკოლოზ ყიფშიძე

რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, არც ამჯერად შეუშვეს. ის პენიტენციურ დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ მივიდა. მან მედიის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილს სთხოვა ხვალიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას არ მიმართოს და არ დაიწყოს შიმშილობა.

“მქონდა მე მოლოდინი, რომ შემიშვებდნენ, მაგრამ დაშვება არ გაქვთო. იმიტომ მოვედი დღეს აქ, რომ ეხლა რომ მოეცათ საშუალება მენახა, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის,  შიმშილობის დაწყება. თუ გვისმენს მიშა ვეტყოდი, რომ მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, ექიმები ადრე თუ გვიან შემოვლენ შენთან, და თუ შეიძლება გადადე შენი ულტიმატუმი დღეს”, -განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მსგავსი თემები