სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაზე გადის გრძელვადიანი მშვიდობა – ზაქარია ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად იაქტიურონ არჩევნების მეორე ტურში და მხარი დაუჭირონ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.

ქუცნაშვილის შეფასებით, გრძელვადიანი მშვიდობა დღეს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაზე გადის.

“არ შეიძლება დაწყებული საქმის მიტოვება. ყველა ვისაც ქვეყანა უყვარს აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და მივიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე. არ შეიძლება იმ ხალხს დავუჭიროთ მხარი, ვინც სამართლიანობის აღდგენის გარემოებამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის, 20 ნოემბრის სატელევიზიო ინტერვიუც შეაფასა და განაცხადა, რომ ის თვითკრიტიკული იყო, რაც კარგია და ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ძალა, გრძნობს თავის შეცდომებს და მზად არის გამოასწოროს.

მსგავსი თემები