პირველი თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ ივლიან

პირველი თებერვლიდან თბილისში მიკროავტობუსები აღარ ივლიან და მათ ახალი ლურჯი მიკროავტობუსები ჩაანაცვლებენ,  რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დანერგილ ახალ საგადასახადო სისტემაზე სრულად მორგებულია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ პირველი თებერვლიდან დედაქალაქში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასახადის სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება და მოქალაქეებს სხვადასხვა სახის აბონიმენტის შეძენა შეუძლიათ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა დღეიდან მეტროსადგურებშია შესაძლებელი. ხვალიდან კი ბარათის შეძენა მომხმარებლებს “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებშიც შეეძლებათ.

მსგავსი თემები