რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილს ეკონომიკური გეგმის განსახილველად შეხვდება

რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მისი თანაგუნდელი, დეპუტატი, რომან გოცირიძე მივიდა. გოცირიძესთან ერთად მიხეილ სააკაშვილი იმ ეკონომიკურ გეგმას განიხილავს, რომელზეც თავად მუშაობს.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, საუბარი შეეხება საპარლამენტო კომისიის შექმნასა და “ენმ-ს” საპარლამენტო ფუნქციებსაც. გოცირიძე მიხეილ სააკაშვილთან მას შემდეგ შევა, რაც ის უფლებადამცველ, გიორგი მშვენიერაძეს შეხვდება.

“ბევრ საკითხზე გვექნება საუბარი, ყველაფერზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მიმდინარე საკითხებზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესახებ, საერთოდ ამ კომისიის როლზე და ენმ-ს საპარლამენტო ფუნქციაზე.

ჩემი აზრია, რომ თუკი რაიმე ბერკეტი არსებობს ყველფერი უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დამთავრდეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შევუწყოთ ხელი. ჩვენ ვნახეთ მისი პოლიტიკურ ხედვა გამოქვეყნდა თეზისების სახით და ალბათ ის ფიქრობს, რომ მისი ეკონომიკური შეხედულებებიც ამ ფორმით იქნას წარმოდგენილი, ჯერ არ ვიცი, ამის შესახებ დეტალურად გვექნება ეხლა საუბარი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ,  დღესვე მიხეილ სააკაშვილს გამოკითხავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი. გამომძიებელს ციხეში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

მსგავსი თემები