„ომირკონთან გათამამება არ შეიძლება… დავიცვათ რეგულაციები, დავზოგოთ საწოლფონდი“ – მაკა ბულეიშვილი

პროფესორმა მაკა ბულეიშვილმაომიკრონის” შტამის თავისებურებებზე „მედიაცენტ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, იანვარში შესაძლოა დომინანტი გახდეს.

ომიკრონის” შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი ერთ-ერთ დამახასიათებელი ნიშანიც სწორედ ესაა. შესაძლოა ის შედარებით სუსტია, ვიდრე “დელტა”, თუმცა დამიჯერეთ, არ შეიძლება მასთან გათამამება. მისი გამოჩენის შემდეგ ჰოსპიტალიზაციაც მატულობს. ამ დროისათვის საწოლფონდი უზრუნველყოფს დაავადებულთა მკურნალობას და ამის რესურსი ინფიცირებულთა გაზრდის შემთხვევაშიც ექნება. მიუხედავად ამისა, საჭიროა მოვუფრთხილდეთ საწოლფონდს და დავიცვათ რეგულაციები”, – აღნიშნა პროფესორმა.

მაკა ბულეიშვილმა საზოგადოებას პირბადის გამოყენებისა და მობილობის შემცირებისკენ  მოუწოდა.  ასევე, ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის აუცილებლობაზე.

 

მსგავსი თემები