ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა

თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა.

როგორც კლინიკის დირექტორი,  მაია ჩხაიძე, აცხადებს, ბავშვი მათთან გადაყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე იყო.

“კორონავირუსი ჰქონდა, მაგრამ მას ასევე ჰქონდა უმძიმესი ფორმით გულის მანკი. მისი მდგომარეობაც განპირობებული იყო გულის მანკით, ვიდრე კორონავირუსით, უბრალოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო”, – ამბობს მაია ჩხაიძე.

 

მსგავსი თემები