საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში ხაშურში წაგება თავდაჯერებულობის შედეგია – სიმონ ნოზაძე 

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, საპრეზიდენტო არჩევნებში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ხაშურში წაგებას, “ქართული ოცნების” ადგილობრივი წარმომადგენლების თავდაჯერებულობითა და ხალხთან ნაკლები კომუნიკაციით ხსნის.

როგორც პარლამენტის დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წანასაარჩევნოდ ხაშურში რომ შავიდა მოსახლეობასთან შესახვედრად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა “ქართული ოცნებიდან” დაარწმუნეს, რომ მოსახლეობის განწყობა იცოდნენ და სალომე ზურაბიშვილს უჭერდნენ მხარს.

​ადგილობრივ ხელისუფლებას ვუთხარი, მერსაც და საკრებულოს დავმჯდომარესაც, სად დამინიშნავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რომ შევხვდე და ვისაუბრო. მათ მითხრეს, რომ ხაშურში სიტუაცია კარგად არის. ბუნებრივია ინფორმაცია ჩემი მომხრეებისგან მომდიოდა, მაგრამ არის სოფლები სადაც, მე შეიძლება უფრო ნაკლები მაქვს გავლენა, ვიდრე სხვებს. მაგრამ, მთლიან სურამზე და ხაშურზე მეუბნებოდნენ, რომ სიტუაცია კარგია და მე მათ ინფორმაციას ვენდე. აღმოჩნდა რომ, 10,5% წავაგეთ ხაშური და თვითონ მთლიანად მუნიციპალიტეტი. წაგება ხალხთან ნაკლები კონტაქტის არქონამ გამოიწვია მე ამაში დარწმუნებული ვარ“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მსგავსი თემები