ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, მთავრობა იძულებული გახდა, გადადგომის გადაწყვეტილება მიეღო. ადგილობრივი მოსახლეობა კი ქუჩაში გაძვირებულმა ფასებმა გამოიყვანა. განსაკუთრებით კი საწვავზე ფასის კატასტროფულად ზრდამ, რაც შემდგომ, ყველაფერზე აისახა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დასახელდა.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა, გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

მსგავსი თემები