საქართველოს პრეზიდენტი მის მიმართ სისხლის სამართლის დევნას ითხოვს, პარლამენტი კი პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებს  

პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, პატიმართა შეწყალების საკითხზე კორუფციული გარიგებების ბრალდებები ყოველდღიურად მწვავდება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი შეწყალების სკანდალის „ქართული ოცნებისთვის“ გადაბრალებას ცდილობს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი საქმეში სამართალდამცველების ჩართვას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრალდებებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პატიმართა შეწყალების თხოვნით წერილები სისტემატურად იგზავნებოდა,

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია პასუხობს და ადასტურებს, რომ შეწყალების კომისიაში მისი კომიტეტიდან წერილები იგზავნებოდა და რაოდენობასაც აზუსტებს, კერძოდ,  კომიტეტიდან გაგზავნილია არა 609, არამედ 900-ზე მეტი წერილი.

ინფორმაცია, თუ ვინ და რა ინტენსივობით გზავნიდა პრეზიდენტთან მსგავს წერილებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა საჯარო.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპასუხო განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ პატიმრების შეწყალების საკითხზე, შეწყალების კომისიაში წერილების გაგზავნა მათი მოვალეობა იყო და ირწმუნებიან, რომ გიორგი მარგველაშვილი შეწყალების სკანდალის „ქართული ოცნებისთვის“ გადაბრალებას ცდილობს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტი შეწყალების უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს. კობახიძემ პატიმართა შეწყალების საქმეში არც კორუფცია გამორიცხა.

საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წევრები, პროცესში სამართალდამცველების ჩართვას მოითხოვენ, რათა შეწყალების საქმეებზე, პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყონ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კოლეგებს ურჩევს, პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებები უპასუხოდ დატოვონ.
დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის ახალი განცხადება, რომელსაც ის კვლავ თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლის მეშვეობით ახმოვანებს, უკვე ზედმეტად არასერიოზულია.

მსგავსი თემები