„ჰოსპიტალიზაციის გაზრდის შემთხვევაში, საველე ჰოსპიტალის საჭიროება გარდაუვალი იქნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საველე ჰოსპიტალების აუცილებლობის საკითხზე ისაუბრა.

პროფესორის შეფასებით, „ომიკრონის“ შტამის გამოჩენის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე ბევრად დაბალია, რაც დიდ პოზიტივად უნდა ჩაითვალოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონის“ შტამი ფართოდ გავრცელდა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილი არ არის. ეს ქვეყნებია: დანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, სადაც ორჯერადად აცრილთა რაოდენობა 70%-ს აღწევს. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, იმის გამო, რომ ორჯერადად ვაქცინირებულთა რაოდენობა 29%-ია, დიდია საშიშროებაა იმისა, რომ „ომიკრონი“ ადვილად გავრცელდეს, რაც გაზაფხულისა ან ზაფხულის პერიოდში საველე ჰოსპიტალის აუცილებლობას გამოიწვევს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

პროფესორის თქმით, მთავარია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა მკვეთრად არ აიწიოს. თუ ეს პირიქით მოხდება, წინა წლის აგვისტოს შედეგები განმეორდება, როდესაც თავისუფალი საწოლები საავადმყოფოებში ძალიან რთულად საპოვნელი იყო.

 

 

 

მსგავსი თემები