უბისა-შორაპნის გზაზე 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „China Road and Bridge Corporation“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 21 ნოემბერს უბისა-შორაპანის მონაკვეთზე გზის მშენებლობის საკითხზე ხელშეკრულება გაფორმდება.

პროექტი, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კომპანია „China Road and Bridge Corporation“-ის თავმჯდომარე ლუ შანი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე აშენდება 18 გვირაბი, რომელთა სიგრძეები მერყეობს 300 მეტრიან 1600 მეტრამდე და 27 ხიდი, რომლიდანაც 13 განლაგებულია თბილისი-არგვეთას მიმართულებაზე, ხოლო 14 – აგრვეთა-თბილისის მიმართულებაზე .

პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდი 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-არგვეთა) დაგეგმილია სულ 51.6 კილომეტრამდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) – 11.7 კმ; ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) – 12.2 კმ; უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) – 13 კმ; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) – 14.7კმ.

ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.

წყარო: https://m2b.ge

მსგავსი თემები