რას გულისხმობს მიწის სისტემური რეგისტრაცია – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განმარტება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ბაჩო თორთლაძემ, განაცხადა, რომ  მიწის სისტემური რეგისტრაცია გულისხმობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მიწის აზომვას, შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიებასა და რეგისტრაციას მოქალაქეთა მხრიდან საფასურის გარეშე.

“საქართველო მთავრობამ ასევე შეინარჩუნა სპორადული რეგისტრაცია არსებულ ტერიტორიებზე, უბრალოდ განისაზღვრა შესაბამისი ფასი. 2022-დან 2024 წლის ჩათვლით ყოველწლიურად დარჩენილი 1,2 მილიონი ჰექტრიდან ერთი მესამედის აზომვა და რეგისტრაცია განხორციელდება. მოქალაქეების დამატებით არანაირი ქმედებების განხორციელება არ მოუწევთ, საჯარო რეესტრი თავად უზრუნველყოფს ყველა პროცესის განხორციელებას“, – განაცხადა თორთლაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) განახორციელებს საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს.

მსგავსი თემები