,,მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს” – ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი ამჟამად ეკონომიკურ პროგრამას წერს და დეტალების გასავლელად ხვალ დეპუტატ რომან გოცირიძეს ელოდება. ხერხეულიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს აწუხებს ხალხის სიდუხჭირე და სწორედ ამ ჩიხიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს.

“პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისაკენ არის მიმართული. იმ საკითხებით არის მოცული მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

 

მსგავსი თემები