,,ჰოლანდიელ ექიმს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ” – ხერხეულიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არც ჰოლანდიელ ექიმს მისცეს. აღნიშნულ ექიმს ბილეთი 2 იანვარს უკვე აღებული ჰქონდა, თუმცა ქართული მხარის პასუხი დღემდე არ იცის.

“2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს, ფსიქო-ნევროლოგს ჰქონდა უკვე ბილეთი აღებული და ის ელოდებოდა თბილისიდან დასტურს იმასთან დაკავშირებით, რომ მას მისცემდნენ შესაძლებლობას შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით.

მასთან ვერც პირადი ექიმი ვერ შედის. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დ მე ვფიქრობ ძალიან მალე უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, ექიმები მესამე პრეზიდენტთან არ ყოფილან.

მსგავსი თემები