მამაკაცი, რომელიც ტყუპისცალი ძმის მკვლელობაშია ბრალდებული, ბრალს არ აღიარებს

გორის მულიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყუპი ძმის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს – აღნიშნულის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა საჯაროდ განაცხადა.

მარიამ ინდუაშვილის თქმით, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ურთიერთშელაპარაკების შედეგად კი ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.  როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის  მოტივი ტყუპისცალი ძმის მკვლელობა არ ყოფილა.

“იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გამოიყენა დუმილის უფლება. აშკარად ადგილი აქვს უბრალოდ  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მისი მოტივი, რომ მოეკლა თავისი ტყუპისცალი, ეს არის ყოვლად აბსურდული,”- აცხადებს მარიამ ინდუაშვილი.

შეგახსენებთ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები