„სეზონური ვირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სეზონური ვირუსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

„გასულ წელს 5 თვის განმავლობაში 2 ავადმყოფი იყო გრიპის ვირუსით, ახლა კი მხოლოდ იაშვილის კლინიკაში სამი ბავშვი გვიწევს ამ ვირუსით დაინფიცირების გამო. წინა წელთან შედარებით გაცილებით ბევრი ტიპის ვირუსია დაფიქსირებული. ბავშვთა შორის ყველაზე მეტი რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსის შემთხვევებია, რომელიც წვრილი ბრონქიოლების ანთებას იწვევს, თანაც განსაკუთრებული სიმძიმით. წელს ამ ვირუსის პიკია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

პროფესორის თქმით, იანვარში გრიპის ვირუსის მაჩვენებლების მკვეთრ ზრდას უნდა ველოდოთ, რადგან ამ ტიპის ვირუსი ყველაზე ფართოდ დეკემბერსა და იანვარში ვრცელდება.

 

მსგავსი თემები