აზერბაიჯანში მესაზღვრემ სამი სამხედრო მოკლა

აზერბაიჯანში  გუბადლის სასაზღვრო სამმართველოში მორიგეიბისას უმცროსმა სერჟანტმა თანამებრძოლებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიღუპა 3 სამხედრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

შემთხვევა 2 იანვარს მოხდა, ჩადენილი მკვლელობების შემდეგ  სერჟანტმა იარაღი ადგილზე დატოვა და მიიმალა.

მოკლულნი არიან: უფროსი ლეიტენანტი იუსიფ ისმაილოვი, უმცროსი სერჟანტი ამილ ჯალილზადე და უმცროსი სერჟანტი რაფაილ იბრაგიმოვი.

გენერალური პროკურატურის ცნობით, უმცროსი სერჟანტი ელჰან ​ავაზლი, რომელმაც კოლეგებს ესროლა, 3 იანვრის ღამეს ლაჩინის რაიონის სოფელ მალხალაფში დააკავეს.

მსგავსი თემები