“დანას წამოავლო ხელი და დაარტყა, ერთი ჭრილობა ჰქონდა, ღვიძლის მხარეს,” – რას ამბობენ მეზობლები და თვითმხილველები გორში მომხდარ მკვლელობაზე

გორში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ მეზობლები აცხადებენ, რომ ძმებს შორის დაპირიპირება ბედობის ღამეს სუფრაზე მოხდა და ისინი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაშ იმყოფებოდნენ, როდესაც ერთ-ერთმა ძმამ საკუთარი ტყუპისცალი დანით მოკლა.

“რაღაც სიტყვების გამო გაბრაზდა ალბათ, და შეიძლება არც უნდოდა, რომ მოეკლა, წამოავლო დანას ხელი და დაურტყამს. ერთი ჭრილობა ჰქონდა, ღვიძლის მხარეს. ცდილობდნენ გადარჩენას და რომ ვერაფერი უშველეს, მერე სასწრაფო გამოიძახეს,” – ამბობს ძმების მეზობელი.

დაჭრილის მდგომარეობა, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, მძიმე იყო. 31 წლის მამაკაცს გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები