,,სახელმწიფო საკუთარი ჯარისკაცის დასახსნელად არაფერს აკეთებს” – სამხედროები ჩხიკვაძეზე

უკვე 25 დღეა. რაც ოკუპანტებმა ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე გაიტაცეს. ქართულ მხარეს კი მასზე ინფორმაცია არ გააჩნია. ცხინვალის ციხეში შესვლის საშუალება არ ეძლევა არც “წითელ ჯვარს”.

ყოფილი სამხედროები ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენმოუწოდებენ და ამტკიცებენ, რომ მამუკას ციხეში აწამებენ.

“დღეს სახელმწიფო საკუთარი ჯარისკაცის დასახსნელად არაფერს აკეთებს, უფრო მეტიც, დღეს დუმილი არის დანაშაული. თავისუფლება მამუკა ჩხიკვაძეს და თავისუფლება ყველა იმ პატიმარს, რომლებიც სეპარატისტული რეჟიმების ტყვეობაში იმყოფებიან”, – ამბობს ყოფილი სამხედრო.

ასევე სამხედროები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას რაც ტატუნაშვილის შემთხვევაში მოხდა. ისინი ასევე მიმართავენ საპატრიარქოს, საკუთარი კავშირები გამოიყენონ ყოფილი სამხედროს დასახმარებლად.

“ვიცით, რომ მამუკა არის ნაცემი და ნაწამები. მინდა მივმართო ჩვენ ხელისუფლებას, გაჩუმებული რომაა, ხმას რომ არ იღებს, ჩვენ კარგად ვიცით ეს ნაგავი ხელისუფლება, თუ საით მიჰყავს ჩვენი ქვეყანა, რუსეთი არ უნდა რომ გააღიზიანოს, არ უნდა ელემენტარული საკითხი წამოჭრას, რომ მამუკა ჩხიკვაძე გაათავისუფლოს და გამოუშვას”, – ამბობს ყოფილი ძალოვანი.

 

მსგავსი თემები