სრული რეკორდი – აშშ-ში ერთ დღეში ვირუსი 1 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ირკვევა, რომ 3 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებით მილიონ სამოცი ათასი შემთხვევა დადასტურდა. ეს მაჩვენებელი კი ყველაზე მაღალია მათ შორის რაც დღემდე რომელიმე ქვეყანაში დაფიქსირებულა. ინფიცირების კატასტროფული მატება “ომიკრონის” შტამით არის გამოწვეული.

“ომიკრონის ცუნამის” გამო, ახალი რეკორდი თითქმის ორჯერ აღემატება წინა რეკორდს, 4 დღის წინ აშშ-ში ინფიცირების   590,000 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს სტატისტიკა ნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით გაორმაგებულია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკელები ტესტებს საკუთარ სახლებში თავისით იტარებენ, მაგრამ ეს შედეგები ოფიციალურ სამთავრობო ორგანოებს არ ეცნობება, ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ახალი სტატისტიკა შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.

მსგავსი თემები