გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ტრაილერების გადაადგილება აიკრძალა

ძლიერი თოვლისა და მოყინული გზების გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ხოლო რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტომობილებს, მათი მოძრაობა აკრძალული არ არის.

,,მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.” – წერია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები