“მე ვერ მხედავთ ბანერებზე? მგონი ძალიან ბევრგან ვჩანვარ” – სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს 

მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი მის ახალ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მას უხერხულობას უქმნიდა, როცა მისი სურათი ძალიან ბევრგან ჩანდა.

“მე ვერ მხედავთ? მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია. ვნახოთ, სტრატეგიის შედეგსაც ვნახავთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მისი ძველი ბანერები  ნაკლებად მოსწონდა და მიაჩნია, რომ ახალი საარჩევნო ბანერები უფრო ევროპული სტილისაა.

„პირველი ტურის დროს მეგონა, რომ ჩემი სურათი ძალიან ბევრი და დიდი იყო. ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს, მე ეს სტილი უფრო მომწონს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში,  პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერებზე მისი ფოტოს ნაცვლად “ქართული ოცნების” ლიდერებისა და თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ფოტო გამოჩნდა. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ამგვარად სურთ, “ქართული ოცნების:” ამომრჩეველი სალომე ზურაბიშვილის მიმართ მხარდაჭერაში დაარწმუნონ.

მსგავსი თემები