დაწესებულებებს დასუფთავების გადასახადი დაახლოებით 65%-ით გაეზარდათ

1 იანვრიდან, კომერციულ სტრუქტურებს დასუფთავების გადასახადის გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ. მათ “თბილსერვის ჯგუფს” ყოველთვიურად, დაახლოებით 65 ლარით მეტი უნდა გადაუხადონ.

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დასუფთავების გადასახადი გაეზარდათ:  საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს, მაღაზიებს, სტადიონებს, რკინიგზის სადგურებს, სილამაზის სალონებს, საბანკეტო დარბაზებს, საცხობებს, ღამის კლუბებს, აეროპორტებს, მეტროს და და სხვა სტრუქტურებს.

მსგავსი თემები