“მოღალატეობრივი ბრძანებისთვის პასუხი უნდა აგოს მთავარსარდალმა და არა სამხედრომ” – ემზარ კვიციანი 

​პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ 2008 წლის ომის გამო, ქართველმა სამხედროებმა არ უნდა აგონ პასუხი, რადგან ისინი ვალდებულნი იყვნენ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება შეესრულებინათ. ჰააგაში უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც გასცა “მოღალატეობრივი ბრძანება” და შედეგად რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

როგორც ემზარ კვიციანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაურიგდა მოწინააღმდეგეს, ჩაებარებინა ცხინვალის რეგიონის დარჩენილი სოფლები, რომლებსაც ქართული მხარე აკონტროლებდა.

“ცხინვალის რამდენიმე სოფელი ქართული მხარის ხელში იყო, ხელისუფლებას ერთ მუშტად შეკრული კოდორის ხეობა გადავეცი. აფხაზეთი და ცხინვალი იყო გაყიდული და 2008 წელს სააკაშვილს ამის რეზიუმე უნდა გაეკეთებინა. გამოდის ახლა დევი ჭანკოტაძე და ღიად უჭერს მხარს რუსეთის აგენტ სააკაშვილს და  ვაშაძეს. ღალატი არ იყო სამხედროები რომ დატოვეს საბრძოლო ველზე და ყველა მაღალჩინოსანი გაიქცა?დევი ჭანკოტაძესთან იყო დრო რომ ვმეგობრობდი და ძალიან ვწუხვარ რომ ოდესღაც მასთან მქონდა ურთიერთობა”, – აცხადებს ემზარ კვიციანი.

მსგავსი თემები