ვინც ქალს ემუქრება, არ არის ღირსი სამხედროს სახელით საუბრობდეს – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პატივისცემას გამოხატავს სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ და აცხადებს, რომ სამწუხარო ფაქტია, როცა ვიღაც ცდილობს მომავალ მთავარსარდალს სამხედროები დაუპირისპიროს.

მისი თქმით, ის ძალიან დიდ პატივს სცემს სამხედრო ძალებს.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა განმარტა,  მას ჯარისკაცები არ დაუდანაშაულებია მის მიმართ მუქარაში და აცხადებს, რომ  პირები, რომლებიც ქალს ემუქრებიან, არ არიან ღირსნი სამხედროს სახელით საუბრობდნენ.

„არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია ამ კამპანიაში. პირიქით ვთქვი, რომ ის ლაჩრები, რომლებიც ქალს და მის შვილებს, ემუქრებიან არ  არიან ღირსნი, წარმოადგინონ და აპელირება მოახდინონ სამხედროს სახელით. როგორც მომავალი მთავარსარდალი, ვუცხადებ პატივისცემას სამხედრო ძალებს. საერთოდ, ძალიან დიდ პატივს ვცემ სამხედრო ძალებს. სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც ხინჯი შეიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები