დიასპორის არჩევნებში მონაწილეობა სახელმწიფოს ინტერესებშია – სალომე ზურაბიშვილი II ტურზე

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ  არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში დანიშვნა, უცხოეთში მცხოვრებს საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას გაურთულებს, მათი არჩევნებში მონაწილეობა კი სახელმწიფოს ინტერესებშია.

“ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა, ალბათ,  გაურთულებს ჩვენს დიასპორას მონაწილეობას., – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს,    ძალიან ბევრს მუშაობს დიასპორასთან ურთიერთობების საკითხებზე და მათი პრობლემები მისთვის ნაცნობია. მიაჩნია, რომ დიასპორა აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

“რამდენი ხანია, რაც მე ვმუშაობ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე. მიმაჩნია, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური, რაც არის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ, ვწუხვარ,  მათ თუ გაუძნელდებათ არჩევნებში მონაწილეობა”, –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები