​ქუთაისში პლასტმასის, მინის, ქაღალდისა და ლითონის ნარჩენებისთვის ურნები განთავსდება

​ქუთაისში პირველად, მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი აშენდება. პროექტი ევროკავშირის „შავი ზღვის პროგრამა 2014-2020“-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ხანგრძლივობა 26 თვეს შეადგენს. დაიწყება ნარჩენების ოთხი სახეობის: პლასტმასის, მინის, ქაღალდისა და ლითონის სეპარირებული შეგროვება.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, შეიქმნება კომპოსტირების საპილოტე საიტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და დაიწყება სახიფათო ნარჩენების შეგროვება. ხელი შეეწყობა გადამუშავების სფეროში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს.

ტერიტორია, სადაც საკომპოსტე მოედანი უნდა გაშენდეს, დღეს მოინახულეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პროექტის მიზანი, გარემოზე მდგომარეობის გაუმჯობესება, მდინარეებისა და შავი ზღვის ნარჩენების დაბინძურებისაგან შემცირება, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. ქალაქ ქუთაისი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით 418 618 EUR-ს მიიღებს.

პროექტის პარტნიორები არიან ქ.უნგენის მერია, მოლდოვა, ასოციაცია ტექნოპოლ გალაცი, რუმინეთი, იმერეთის მხარის მეცნიერებათა კავშირის „სპექტრი“.

მსგავსი თემები