მოჭიდავე ზვიად პატარიძე მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია  

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა, 130 კგ წონით კატეგორიაში, თურქი ოსმან ილდირიმი 6-5 დაამარცხა.

ზვიად პატარიძემ შარშან მოპოვებული ვერცხლის მედალი ოქროზე გადაცვალა და კარიერაში მეექვსე მსოფლიო ტიტულს დაეუფლა.​

პირველი ფინალური დღის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები 58 ქულით პირველ ადგილზეა.

როგორც “მთავარს” ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში განუცხადეს, დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი ექნება, რამაზ ზოიძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) ფინალში არიან და ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ, გიორგი მელია (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) დამამშვიდებელი წრიდან ბრინჯაოს მოპოვებას შეეცდება. ​

მსგავსი თემები