მინი ჩოგბურთში საქართვლოს თასის გათამაშება დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვ.ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში მინი ჩოგბურთში საქართვლოს თასის გათამაშება დასრულდა. თასის მოსაპოვებლად ასპარეზობაში რუსთავის, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, აბაშის, ქუთაისის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ტურნირში აჭარის ნაკრები 6 კაციანი შემადგენლობით წარსდგა, ამათგან ორი სპორტსმენი ბათუმის სასპორტო სკოლის აღსაზრდელია. ტურნირი ორი დღის განმავლობაში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

ფინალურ შეხვედრაში ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენი ბაჩანა ფარსენაძე თბილისელ ლაშა ლორიას დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმოდ საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა და ანაგრიშით 3 :1 ბაჩანა ფარსენაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მსგავსი თემები