თბილისის მეტროს მატარებლის ვაგონებით რუსული კომპანია მოამარაგებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოცხადებულ ტენდერში თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე რუსულმა კომპანიამ “მეტროვაგონმაში“ გაიმარჯვა.

აღნიშნულზე ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.  სააგენტო TASS-ს შესაბამის მოთხოვნაზე თბილისის მერიამ უპასუხა:

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გეგმავს 44 ახალი ვაგონის შეძენას თბილისის მუნიციპალური მომსახურებისთვის სტანდარტული შესყიდვით. პრეტენდენტთა ფასების დოკუმენტაციისა და ანალიზის საფუძველზე აღნიშნული მანქანების შესყიდვაში გამარჯვებულად გამოვლინდა სს „მეტროვაგონმაში“. 44 ახალი მანქანის შესყიდვის ფასი 49,19 მილიონი ევრო იქნება“, – წერია დოკუმენტში.

მსგავსი თემები