ტალახაძემ სამი ოქრო მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ,  მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშა ტალახაძემ, აკვრაში 240 კილოგრამიანი შტანგა ასწია, შემდეგ – 252 კილოგრამიანი, ბოლოს კი 257-კილოგრამიანი შტანგა. ძალოსანმა მსოფლიო რეორდი დაამყარა და მსოფლიოს რეკორდებთან ერთად, ატაცში, აკვრაში და ორჭიდში სამი ოქროს მედალი მოიგო.

ძალოსანს მსოფლიო რეკორდი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძემ მიულოცა.

„ჩვენს სიამაყეს – ლაშა ტალახაძეს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონობას და დამყარებულ ახალ მსოფლიო რეკორდს! მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია!“ – წერს მამუკა ბახტაძე ფეისბუქის გვერდზე

მსგავსი თემები