ბათუმის საკრებულოს სხდომა უკვე მესამედ ჩაიშალა

ბათუმის ახალი მოწვეული საკრებულოს სხდომა უკვე მესამედ არ შედგა. სხდომაზე ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ.

საკრებულოს სხდომა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე მეორედ ჩანიშნა, წინა სხდომაც ,,ქართული ოცნების” წევრების არ გამოცხადების გამო გაუქმდა.

დეპუტატები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას და 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ოპოზიციის განცხადებით,მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის არჩეული ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ფაქტობრივად საკრებულოს სხდომა ჯერ არ გამართულა, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და მოადგილეებმა ხელფასის სახით 13 ათასი ლარი აიღეს.

მსგავსი თემები