სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შეძენილი სურსათ-სანოვაგით, ტკბილეულით და სათბობი შეშით ხუთი მრავალშვილიანი ოჯახი ხაშურში, გორში, კასპსა და ქარელში დასაჩუქრდა. საახალწლო ტკბილეული და სათბობი შეშა სამცხე – ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა ოჯახებმაც მიიღეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სურსათ-სანივაგე და ოთხ მრავალშვილიან ოჯახს ახალციხეში, ასპინძასა და ბაკურიანში გადასცეს.

მსგავსი თემები