წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში მგელმა სამი მოქალაქე დაკბინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

სავარაუდოდ, მგელი მგელი ფერმის ტერიტორიაზე შეიჭრა და ადგილზე მყოფებს თავს დაესხა. დაშავებულთაგან ერთი ქალი და ორი კაცია.

დაკბენილები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც კლინიკის ექიმი, ზურაბ წულაია აცხადებს, პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ზედა კიდურებზე აქვთ, მათ ქირურგიული დამუშავება ჩაუტარდათ, გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია.

მსგავსი თემები