რუსთავის ციხეში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. რუსთავში უკვე სამართალდამცავების მაქსიმალური მობილიზაცია ფიქსირდება. ციხის ეზოში ცოტა ხნის წინ პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს. ტერიტორიაზე ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფი და წყლის ჭავლის მანქანა.

მესამე პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ ნფორმაცია ადვოკატებს არც ამჯერად მიაწოდეს. უფლებადამცველებს ამ დრომდე არ ეძლევათ მესამე პრეზიდენტის ციხეში მისი მონახულების საშუალება. ნიკა გვარამია სააკაშილთან შესახვედრად რუსთავში გვიან ღამით ჩავიდა, რამდენიმე საათი ალოდინეს, მაგრამ პატიმრის ნახვის უფლება მაინც არ მისცეს.

მიხეილ სააკაშილის ადვოკატებს, თანაგუნდელებსა და სამქალაქო აქტივისტებს სურთ, გაიგონ როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე დღის წინ, როდესაც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სცადეს ის შეუძლოდ გახდა და შესაძლოა იგივე განმეორებულიყო წუხელაც.

მსგავსი თემები