თბილისის ბავშვთა ქალაქის, „მზიურის“ სრული რეაბილიტაცია იწყება

თბილისის ვაკის რაიონში არსებული,  ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია მომავლი წლიდან დაიწყება.  სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკის აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, „მზიურის“ ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო  სივრცეებად გარდაქმნას ითვალისწინებს.

პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა.

პროექტის განხორციელების შედეგად  დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად  დაიყოფა.

„ჩვენს დედაქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, „მზიურის“ სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. წლების განმავლობაში, როგორც ჩვენმა დედაქალაქმა, ასევე აღნიშნულმა პარკმა, ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ 13 ივნისის ტრაგედია, რომელმაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა პარკს და მისიდიდი ნაწილი განადგურდა. ეს პარკი ახალგაზრდობის ერთობის მოწმეა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს გაერთიანდა. ეს პარკი მოწმეა ნგრევის და იქნება მოწმე შენების“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაგეგმილ სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება და პროექტის განხორციელებაში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაგანთავსდება მედიათეკა. ასევე, ვაპირებთ თოჯინების მუზეუმის მშენებლობას. რამდენიმე ათასი თოჯინა გვაქვს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააჩნია. მგონია, რომ ამ პროექტის განხორციელებით, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი შეასრულებს, პარკს ახალ შესაძლებლობას მივცემთ. ასევე, გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, „მზიურის“ ყოფილი  საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და  თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. ამასთან, „მზიურის“ ტერიტორიაზე აიგება შენობა, რომელშიც თოჯინების მუზეუმი განთავსდება. კავკასიის მასშტაბით ერთადერთ, უნიკალურ მუზეუმში, რომელიც საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით 1937 წელს დაარსდა, კულტურული მემკვიდრეობის 2714 ექსპონატია დაცული. მუზეუმისპროექტი საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიასა და საგანმანათლებლო ცენტრსმოიცავს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. რეაბილიტაციის ფარგლებში,„მზიურში“განთავსდება შშმ პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და  მოეწყობახანძარსაწინააღმდეგოსისტემა, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნები, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკეინფრასტრუქტურა. პროექტის დასრულება 2020 წლისთვისიგეგმება.

პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები