,,მწოლიარე მდგომარეობაში 6 კაცი თავზე დაახტა” – ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გაიხსენა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საკნად გადაკეთებულ პალატაში როგორ შევიდა 6 პირიდა სააკაშვილზე იძალადეს.

,,დეტალურად, ადამიანმა როდესაც მოყვა, რომ მწოლიარე მდგომარეობაში 6 კაცი თავზე დაახტა, ჯანმრთელობის ამ მდგომარეობაში ადამიანს უკვე საათის ეპიზოდზე და უთხრეს, რომ უნდა მოეხსნათ ეს საათი. წარმოიდგინეთ, ადამიანი როდესაც წევს და 6 ადამიანი შევა და მუქარით ელაპარაკებიან, მოიხსენი საათიო. აბა სცადეთო, მე ვუთხარიო, ვერ მივხვდი ასეთი აგრესიით რატომ შემოვარდნენო და მაშინ თქვეს, რამდენს ბედავს, დაადე ეს ბორკილებიო და ხელების გაკავება და ჭიდაობა. ჯერ ერთი, ითხოვს ამ კადრების გამოქვეყნებას, არ იცის უკვე რა სამსახურს მიმართოს, იმიტომ რომ ვისაც ეს შეეძლო, ის სამსახური დახურვის პირასაა და ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება უწყება პასუხისმგებელი ამაზე ვერცერთი, რომელიც ამას გააკეთებს. მაგრამ, არ ვიცი, იქნებ მოხდეს ამ კადრების გასაჯაროება. მთავარი არის ის, რომ მას ამ წუთას აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა” – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი თემები