პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს ახალი წინადადება შესთავაზა, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ინსპექტორის თანამშრომლები სამსახურს არ დაკარგავენ და ახლადშექმნილ 2 ინსტიტუტში გადანაწილდებიან.
“გთავაზობთ ასეთ რამეს, რომ ავტომატურად, კანონის ძალით, საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს საკუთარი პოზიცია და ისინი შესაბამისად წარმოდგენილი იქნებიან ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული”,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივის შესახებ ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა. ცნობილია, რომ “ოცნება” აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.