თბილისთან ახლოს დღეში 3-4 -ჯერ ხდება მიწისძვრა, ეს ბუნებრივი პროცესია – თეა გოდოლაძე

​ორგანიზაცია „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე თბილისში ბოლო დღეებში გახშირებულ მიწისძვრებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კავკასიის რეგიონი სეისმურად ტრადიციულად აქტიური ზონაა და მსგავსი ბიძგები სიახლეს არ წარმოადგენს.

მისივე თქმით, ​თბილისთან ახლოს ყოველ დღე, დღეში 3-4 -ჯერ ხდება მიწისძვრა, რასაც მოსახლეობა ვერ გრძნობს. მსგავსი ბიძგები იყო წინა წლებშიც.

“სეისმურად აქტიური ქვეყანა ვართ და ფონური სეისმურობა აქტიურობა სდევს ჩვენს რეგიონს, არის ისეთი ბიძგები, რომელსაც მოსახლეობა ვერ გრძნობს, მხოლოდ სეისმური ქსელი აფიქსირებს და ინახება სეისმურ ბაზებში. ამ ინფორმაციას პირდაპირ გადავცემთ საერთაშორისო სეისმურ ცენტრებს. ​​ამ ტიპის მიწისძვრები მოხდა საქართველოში 2007 წლის მაისში კახეთში, 2009 წელს რაჭაში, 2011 წელს ვანში, ორი წლის წინ ჯავახეთში. ესენი საშულო კლასის მიწისძვრებია, არ განეკუთვნება მაღალი კლასის მიწისძვრებს, ასეთი ფონი კავკასიას ახასიათებს”, – განაცხადა თეა გოდოლაძემმედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა არ არის დამანგრეველი ნორმალური ქვეყნისთვის, სადაც ზედმიწევნით იცავენ სამშენებლო სტანდარტებს.

მსგავსი თემები