“ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ” – ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ

გორის სახმედრო ჰოსპიტალში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამჯერად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა, როგორც ჩანს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ხერხეულიძემ  გამოსვლის შემდეგ, მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მოკლედ განაცხადა:

“არ შემიძლია, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ”.

ასევე უკომენტაროდ დატოვა სამხედრო ჰოსპიტალი  უკრაინის საკონსულოს წარმომადგენელემა. სააკაშილის მდგომარეობის შესახებ განმარტება არც თავად სამხედრო ჰოსპიტალს გაუკეთებია. ასევე კვლავ უცნობია, ვინ იქნება მესამე პრეზიდენტის ახალი მკურნალი ექიმი.

 

მსგავსი თემები