ლონდა თოლორაიას განცხადებით მას „ბოტ-ტროლები“ სიბინძურით უტევენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მის წანააღმდეგ „ბოტები“ და „ტროლები“ აქტიურად მუშაობენ, როგორც მან არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, მას ბინძური კამპანიით უტევენ.

„მივაწოდე ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისი საქმიანობის მიმართულებით მუდმივად აწყდებოდა გარკვეულ დაბრკოლებებს. ვისაუბრეთ კონკრეტულ მაგალითებზე, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. ჩემი მიზანი ახლა არის ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ მათ არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის გამო, რომელსაც დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მიიღებენ. ჩემს წინააღმდეგ „ბოტ-ტროლების“ საშუალებით ძალიან ბინძური კამპანია არის დაწყებული… მე მათ მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ ეს საშინელი ბინძური კამპანია შეწყდეს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ მედიასთან.

მსგავსი თემები