„მთავარია, ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს“ – რომან კაკულია ინფლაციაზე

„მთავარია, ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს. ის ზუსტად დააფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც მისი ჩარევა გარდაუვალი იქნება, რომ ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოხდეს“ – ასეთია პარლამენტის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას შეფასება ლარის კურსთან დაკავშირებით.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ლარის გაუფასურების პროცესში მყისიერი წამალი არ არსებობს. „ვიცით, გრძელვადიანი მოგვარების რეცეპტი რაში მდგომარეობს. მნიშვნელოვანია, წარმოების ხვედრითი წილის ზრდა მ სავალუტო კაპიტალის ფორმირებაში, რომელიც ლარზე ასე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. მთავარია, ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს. ის ზუსტად დააფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც მისი ჩარევა გარდაუვალი იქნება, რათა არ მოხდეს ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა“, – აღნიშნა კაკულიამ.

მისივე შეფასებით, ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია არსებობს და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვება: „თუკი ლარის კურსის შემდგომი რყევა მოხდება, ეროვნული ბანკის ხვედრითი წილი ძალიან დიდია. ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია არსებობსდა შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა ინტერვენცია განახოერციელოს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ და ინფლაცია სერიოზული დარტყმა არ აღმოჩნდეს“.

მსგავსი თემები