ქვეყანაში 600 000-მდე გაუმართავი ავტომანქანა მოძრაობს

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის,  ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში, სავალდუბულო ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილების მხოლოდ 57% გადის. დანარჩენები კი ტექინსპექტირების გარეშე მოძრაობენ.

აღნიშნულ თემაზე ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. მან არაერთგვაროვან ინსპქტირებაზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ტრანსპორტი ერთ ცენტრში ხარვეზდება, თუმცა, ინსპექტირებას მეორეში უპრობლემოდ გადის.

„სტატისტიკური მონაცემებით, წელს, რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 57% ინსპექტირებაზე ცხადდება, 57% გულისხმობს 715 000 სატრანსპორტო საშუალებას. აღნიშნული 57% – დან, რომელიც ინსპექტირებაზე გამოცხადდა 30% დახარვეზდა. უნდა შევადაროთ ციფრები 2020 და 2019 წელთან. 2019 წელს ინსპექტირება დაახლოებით 788 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, თუმცა ეს მონაცემი გასულ წელს მხოლოდ 533 000 ავტომობილს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილები ინსპექტირებაზე არ მიდიან, სავალდებულოა, მაგრამ მაინც არ მიდიან. ასევე შესაძლოა, რომ ინსპექტირებაზე მივიდნენ, დახარვეზდნენ და განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მივიდნენ, რადგან ვერ გააკეთეს ავტომობილი. ამის აღმოსაფხვრელად ადმინისტრირება „ჭკვიანი კამერებით“ უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა, როგორც ვიცით, „ჭკვიანი კამერები“ გარკვეული ხარვეზებით მუშაობს. სწორედ „ჭკვიანი კამერების“ გაუმართაობა არის მიზეზი რის გამოც გზებზე დახარვეზებული ავტომობილები დადიან“, – განაცხადა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში მოძრავი 600 000-მდე ავტომანქანის სტატუსი არის გაუმართავი.

„57% რომ ინსპექტირებას გადის და 43%-არა, ეს 43% ხომ მოძრაობს, გადაადგილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გაუმართავი მანქანები მოძრაობს, რომელთა ოდენობა 600 000-სს აღწევს. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო შემთხვევებს, მათი რაოდენობა წელიწადში 10 000-სს აღწევს, დაღუპულთა რაოდენობა კი 600 ადამიანს აჭარბებს“ – განაცხადა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები