26 დეკემბრის მონაცემებით საქართველოდან 16.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 33.7 ათასი
ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 16.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 677
ტონა), სომხეთში (6 086 ტონა),  უკრაინაში (3 582 ტონა), მოლდოვაში (463 ტონა),
ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში
(104 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა).

მსგავსი თემები